ივნისში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 10.2%-ით გაიზარდა
2022 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 245 ლარი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 110 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 519 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა - 702 ლარი შეადგინა, კახეთში - 575, თბილისში - 568, ხოლო აჭარაში - 552 ლარი იყო.

pmcg -ს კვლევის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, 7.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.8%-ით არის გაზრდილი.

წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის ივნისში, სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.2%-ით გაიზარდა.

Mənbə: BPN
Print