კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ
2022 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 154,156 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი მაისთან შედარებით 4.878 მლნ ლარით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140.472 მლნ ლარით ნაკლებია.

2022 წელს ბანკების მიერ მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
  • იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
  • თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
  • მარტი - 110,181 მლნ ლარი;
  • აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
  • მაისი - 159,034 მლნ ლარი;
  • ივნისი - 154,156 მლნ ლარი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 593,962 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 459,323 მლნ ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 417,610 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,780 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 92,384 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 53,761 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები