საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი შემცირდა - სად გადის წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმაც, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 6.3 მლნ აშშ დოლარის 1,913 ტონა თხა და ცხვარი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 8.5 მლნ აშშ დოლარის 2,689 ტონა ცხვრის ექსპორტი განხორციელდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ მიმდინარე წელს ცოცხალი თხები და ცხვრები გაყიდა:
  • საუდის არაბეთი - 2.5 მლნ აშშ დოლარი 556.3 ტონა
  • აზერბაიჯანი - 1.4 მლნ აშშ დოლარი 509.9 ტონა
  • იორდანია - 1.1 მლნ აშშ დოლარი 473 ტონა
  • ეგვიპტე - 1.9 მლნ აშშ დოლარი 350.2 ტონა
  • ყატარი - 100 ათასი აშშ დოლარი 24 ტონა
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გასაღების ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ქუვეითი იყო, რომელიც წელს, ჩამონათვალში საერთოდ აღარ არის.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები