წამლების იმპორტი გაიზარდა - საიდან ვყიდულობთ მედიკამენტებს
როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოში ჯამში 202,367 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 179,316 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს იმპორტირებული მედიკამენტებიდან 7,057 მლნ აშშ დოლარის წამლები დაუფასოებელი იყო, ხოლო 195,310 მლნ აშშ დოლარის - დაფასოებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც მედიკამენტებს ვყიდულობთ.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაფასოებული მედიკამენტები შემოვიდა:
  • თურქეთი - 32,869 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 19,903 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 17,021 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 14,566 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 13,599 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 10,878 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 8,116 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვენია - 7,522 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 6,347 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 5,004 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში დაუფასოებელი მედიკამენტები შემოვიდა:
  • ინდოეთი - 1,952 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 1,439 მლნ აშშ დოლარი
  • ლატვია - 801.7 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 747.2 ათასი აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 642.8 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 378.5 ათასი აშშ დოლარი
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 287.2 ათასი აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 255.9 ათასი აშშ დოლარი
  • კორეა, რესპუბლიკა - 204.2 ათასი აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 169.4 ათასი აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები