ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა
იცვლება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამომხარებლო დაკრედიტების შენელებისათვის გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ
მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები. კერძოდ, ეს ინსტრუმენტია
სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე
შემცირება,“- აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 1
წლის ვადით იმოქმედებს.