საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 29%-ით შემცირდა - სად ვყიდით პროდუქტს
საქართველოდან, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი.

„ბიზნესპრესნიუსი" გათავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველომ მინერალური და მტკნარი წყ;ები ყველაზე დიდი მოცულობით გაყიდა:
  • რუსეთი - 28.5 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 13.6 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 6.9 მლნ აშშ დოლარი
  • ბელარუსი 3.9 მლნ აშშ დოლარი
  • ლიეტუვა - 3.4 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 3 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1.1. მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 1 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 933 ათასი აშშ დოლარი
  • ლატვია - 809 ათასი აშშ დოლარი
აღსანიშნავია, რომ შემცირება ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ხარჯზეა. რუსეთში გასული წლის იანვარ - აგვისტოში 41,4 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წელს კი, 28,5 მლნ აშშ დოლარის მტკნარი და მინერალური წყალი. რაც შეეხება უკრაინას, გასულ წელს 17,7 მლნ ლარის პროდუქტი გაიყიდა, 2022 წელს კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #criminal #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები