2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური
ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით
ანუ 213.3 ლარით გაიზარდა
და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის
ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში
ლიდერობს თბილისი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების
მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი - 1,802.1 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი - 1,394.4 ლარი;
- ქვემო ქართლი - 1,271.5 ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1,232.9
ლარი;
- იმერეთი - 1,122.4 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,017.9 ლარი;
- შიდა ქართლი - 978.2 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი - 959.9 ლარი;
- კახეთი - 957.9 ლარი;
- გურია - 946 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 848.8
ლარი.