თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს
უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით,
შესაძლოა თბილისში მაღალი მობილობის ადგილებში მსუბუქი ავტომობილების
პარკირება აიკრძალოს.
„პარკირება არის საგზაო მოძრაობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი…
შეიძლება, საერთოდაც პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე,
სადაც მაღალია მობილობა. რამდენჯერმე გავიმეორე და ახლაც ვამბობ, რომ
პარკირება არის ერთ-ერთი მართვის მექანიზმი და შესაძლოა, რომ
პარკირებაც შეიზღუდოს და რიგ შემთხვევებში შეიძლება ავტომობილით
გადაადგილება შეიზღუდოს და გზა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
იყოს, ან ქვეითისთვის“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან
საუბრისას.
წილოსანის განცხადებით, ქალაქში ე.წ. დისტრიბუციის მანქანებისთვის
გამოიყოფა სპეციალური საპარკინგე ადგილები, სადაც მხოლოდ მათ
შეეძლებათ გაჩერება.