საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის დეკემბერში,
2022 წლის ნოემბერთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი
სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის
სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
„2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით,
სასტუმროების ფასების ინდექსი 14.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5
ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.4%-ით, ხოლო საოჯახო
ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.
2022 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების
საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების
საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა
ნოემბერში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო
ფასმა დეკემბერში 456 ლარი შეადგინა.
თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის
საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი,
სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429 ლარი,“- აღნიშნულია
pmcg-ს კვლევაში.