როდიდან შეწყვეტს მერია ტაქსის ლიცენზიის გაცემას
„2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის დაწყებას შეეხება.

„2023 წლის 1-ლი აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. ეს ახალი ნებართვები გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, ვინც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ ერთ ფიზიკურ პირზე 1 ნებართვა გაიცემა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ნებართვა, რომელიც გაიცემა 1-ლი აპრილიდან იქნება უკვე მუდმივი საკუთრება იმ პირისთვის და მეტ ლიცენზიას/ნებართვას მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს.

ხოლო 1-ლი აპრილიდან მოყოლებული, ყველა ის პირი, ვინც გადაწყვეტს ტაქსის ლიცენზიის შეძენას, ამას მოახერხებს ამ ნებართვის მფლობელი პირისგან ყიდვის ან იჯარით აღების შემთხვევაში. ამ ტრანზაქციებში ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე იურიდიული პირებიც შეძლებენ ჩართვას,“
- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ რეფორმის მე-3 ეტაპის პრეზენტაციაზე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები