2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 28%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის
საშუალო ღირებულება 1 072 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 103%-ით არის
გაზრდილი. მათივე ცნობით, გასული წლის დეკემბერში ქირის ფასი
1კვ.მეტრზე 11.2 აშშ დოლარია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქირის ფასი
თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 16.2%-ით დიდ დიღომში გაიზარდა, მას
მოსდევს სამგორი - 15.5%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი დიდუბეა, სადაც
ქირის ფასი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 14.9%-ით არის
გაზრდილი.
რაც შეეხება ღირებულებას, 2022 წლის დეკემბერში საცხოვრებელი უძრავი
ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 36%-ით გაიზარდა
გლდანში, მას მოსდევს ჩუღურეთის რაიონი -35%-იანი და მთაწმინდა
34%-იანი ზრდით.