საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს
NDI-ის კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

"თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქალები. ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს", - წერია ანგარიშში.


კვლევა 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა და მასში მონაწილეობა 2,519-მა პირმა მიიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები