წინასადღესასწაულო ფასები მარნეულის ბაზარში
ექვს დღეში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ნოვრუზის მოახლოებასთან ერთად მოქალაქეები იძენენ სხვადასხვა პროდუქტებსა და ნივთებს, რაც დღესასწაულის აღსანიშნავი სუფრის გასაშლელადაა საჭირო. ისევე როგორც ყოველ წელს, ნოვრუზის მოახლოებასთან ერთად მარნეულის ბაზარში პროდუქტებზე ფასების ზრდა შეინიშნება.

დღეს, 15 მარტს მარნეულის ბაზარში პროტუქტების ფასებით დავინტერესდით. გთავაზობთ ხილ-ბოსტნეულის ფასებს დღეის მდგომარეობით:
  • 1 კგ ვაშლი - 2-5 ლარი
  • 1 კგ ყურძენი - 5-6 ლარი
  • 1 კგ კივი - 3-4 ლარი
  • 1 კგ ბანანი - 5,50 ლარი
  • 1 კგ მარწყვი- 10 ლარი
  • 1 კგ პომიდორი - 5-5,50 ლარი
  • 1 კგ კიტრი - 5-6 ლარი
  • 1 კგ ბულგარული - 6 ლარი
  • 1 კგ ხახვი - 2-2,30 ლარი
  • 1 კგ კარტოფილი- 1,80 ლარი
  • 1 კგ მსხალი- 5 ლარი
  • 1 ცალი ანანასი - 15 ლარი
  • 1 კგ ფორთოხალი - 4-5 ლარი
  • 1 კგ კომპოსტო- 60 თეთრი
  • 1 კგ ლიმონი - 4 ლარი
  • 1 კგ ჭარხალი - 2 ლარი
  • 1 კგ სტაფილო - 2 ლარი

რადიო "მარნეული"
Print