სახელმწიფომ 2023 წელს აუქციონზე 13 ქონება გაყიდა - ვინ არიან მფლობელები
2023 წელს „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით აუქციონზე 13 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მიმდინარე წელს პრივატიზებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს:

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე მდებარე 3603.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 168 500 ათას ლარად ლორანდი არსოშვილმა შეიძინა. საწყისი ფასი 130 500 იყო.

თბილისში, ევროპის ჩიხში (სამგორის რაიონი) მდებარე 11672.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 917 000 მლნ ლარად შპს ჯი-თი გრუპმა შეიძინა. კომპანიის წილის მფლობელი 3 ადამიანია გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი 33-33%-ს ფლობენ, 34% ეკუთვნის გიორგი გველესიანს. ქონების საწყისი ფასი 1 915 000 მლნ ლარი იყო.

ახალქალაქში, დავით აღმაშენებელის ქუჩაზე არსებული 10380.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ქალაქ ახალქალაქში, დავით აღმაშენებელის ქუჩის მიმდებარედ არსებული 7608.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 141 000 ათას ლარად შპს ალპენ მილკმა შეიძინა, რომლის წილის 50% ლენა გრიგორიანს ეკუთვნის, 50% კი, გარრი გრიგორიანს. ქონების საწყისი და გასაყიდი ფასი იდენტურია.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩინთში არსებული 22176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 113 000 ათას ლარად დავით თავაზიშვილმა შეიძინა. საწყისი ფასი კი, 111 000 ლარი იყო.

თელავში, ნონეშვილის ქუჩაზე არსებული 8700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 179 000 ლარად ზურაბ კიკნაზემ შეიძინა. ქონების საწყისი ფასი კი, 177 000 ლარი იყო.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიწამურაში მდებარე 7895.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - 41 000 ათას ლარად შეიძინა ლევან ადუაშვილმა. საწყისი ფასი 40 000 ლარი.

თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 057 000 მლნ ლარად შპს ენსო-მ შეიძინა, რომლის წილის 100%-იც მიხეილ თავაძეს ეკუთვნის. ქონება 290 ბიჯის შემდეგ გაიყიდა, საწყისი ფასი კი, 477 000 ათასი ლარი იყო.

თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, არსებული 3179.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა - 2 005 000 მლნ ლარად 132 ბიჯით გივი შავერდაშვილმა შეიძინა. ქონების საწყისი ფასი, 1 345 000 მლნ ლარი იყო.

თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავში, მიხეილ ცისკარიშვილის ქუჩაზე მდებარე 3148.00 კვ.მ. დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 81 000 ლარად მარი კვინტრაძემ შეიძინა. საწყისი ფასი 79 000 ლარი იყო.

თბილისში ჭირნახულის ქუჩაზე (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. ამიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 032 500 მლნ ლარად შპს ფრანკომ შეიძინა რომლ;ის წილის 33-33%-ს აბილახ მურადოვი და თეიმურაზ შუკაკიძე ფლობენ. რობერტი მაშაევი კი, 34%-ს. საწყისი ფასი 1 027 500 მლნ ლარი იყო.

მოსკოვის გამზირზე არსებული 6357.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N3 შენობა-ნაგებობები - 1 110 000 მლნ ლარად შპს Geovoice-მა შეიძინა. რომლის წილის 100% თეონა ბერაძის საკუთრებაა. ქონების საწყისი ფასი 1 105 000 ლარი იყო.

ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე 2000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - 62 000 ათას ლარად აბესალომ გარმელიამ შეიძინა. საწყისი ფასი კი, 61 000 ათასი ლარი იყო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანში მდებარე 2604.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - 48 000 ათას ლარად შპს ჯიქეი ვაინერ-მა შეიძინა, რომელსაც შპს ჯიქეი ფროფერთი ფლობს, რომელიც თავის მხრივ, გიორგი რუხაძის საკუთრებაა. ქონების საწყისი ფასი, 47 000 ლარი იყო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები