თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის
მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება
ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის
რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.
ეროვნულ დემოკრატიული
ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად უმცირესობების
დასახლებაში გამოკითხულთა 28% თვლის, რომ მშობლების თაობებთან
შედარებით იგივენაირად ცხოვრობს
საწვავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით
გაძვირდა. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს
მოქმედი მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი - 2.44 ლარი,
პრემიუმი - 2.54 ლარი, სუპერი - 2.64 ლარი, დიზელი - 2.64
ლარი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” საკუთარი ფული
არ შეუწირავს და კომპანიამ მისი ანგარიში ტრანზაქციისთვის
გამოიყენა.