თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში საჯარო სკოლის სახურავის
რეაბილიტაცია იგეგმება.
თეთრიწყაროს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სახურავის
ხის კარკასი დიდ წილად დაზიანებულია ნალექის, მზისა და ქარისაგან,
სახურავის შენაღარი, წიბოები, კეხი და წყლის სადენი ღარები
დაზიანებულია, რის გამოც ხდება წყლის ჩაჟონვა შენობაში.
„დამკვეთთან შეთანხმებით და საპროექტო გადაწყვეტილებით
სრულიად იცვლება არსებული სახურავი. შეცვლას ექვემდებარება როგორც
თუნიქის საბურველი ასევე კარკასის მზიდი ელემენტები, წყალშემკრები
ღარები, ძაბრები და წყალგამყვანი მილები“. - აღნიშნულია
საპროექტო წინადადებაში
სოფელ კოდაში საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციისათვის 195 315
ლარის დახარჯვა იგეგმება. თანხის 94.1% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო
5.9% თეთრიწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა პირველიდან 4 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები 2026 წლის 10
ივნისს დაიწყოს და 90 კალენდარულ დღეში დაასრულოს.
რადიო „მარნეული“