2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ოფიციალური განრიგი გამოაქვეყნა. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

წელს აბიტურიენტებს ცოდნის გამოცდა ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში შეეძლებათ: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

საგამოცდო განრიგი

დეტალურად:

ქართული ენა და ლიტერატურა: 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

ოსური ენა: 2 ივლისი (პირველი სესია)

უცხოური ენები:

ინგლისური: 6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

რუსული, გერმანული, ფრანგული: 8 ივლისი (პირველი სესია)

მათემატიკა: 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

ისტორია: 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია), 14 ივლისი (პირველი სესია)

ქიმია: 14 ივლისი (მეორე სესია)

სამოქალაქო განათლება: 15 ივლისი (პირველი სესია)

ბიოლოგია: 16 ივლისი (პირველი სესია)

ზოგადი უნარები (სომხურ/აზერბაიჯანულ ენებზე): 17 ივლისი (პირველი სესია)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: 17 ივლისი (პირველი სესია)

გეოგრაფია: 20 ივლისი (მეორე სესია)

ლიტერატურა: 21 ივლისი (პირველი სესია)

ფიზიკა: 22 ივლისი (პირველი სესია)

დამატებითი საგამოცდო პროცესები:
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 5 ივლისიდან დაიწყება. 17 ივლისს გაიმართება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

საგამოცდო ბარათები:
გამოსაცდელებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია — გამოცდის თარიღი, საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცხადების დრო — დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბარათების ამობეჭდვის დაწყების თარიღს უახლოეს პერიოდში საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები