ძალადობის სავარაუდო ფაქტზე მასწავლებლის გათავისუფლებაში ოჯახის წევრები პოლიტიკურ ნიშანს ხედავენ

ინფორმაცია, როგორც თავად ფიზკულტურის მასწვალებელი , ბინათ მუხაევი ამბობს, ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი

„დაახლოვებით 15 დღის წინ მოხდა ის შემთხვევა, მე კლასში უნდა შემოვსულიყავი, ამის მერე კი სპორტულ დარბაზში ვგეგმავდით გადასვლას. მოსწავლე, რომელსაც არაერთხელ ვთხოვე კლასში შესვლა არ მისმენდა. დიდი ლოდნის შემდეგ შემოსვლა, რომ გადაწყვიტა ხელები გავშალე და ვუთხარი “სად ხარ რამდენ ხანს უნდა გელოდო-მეთქი, ამ დროს ხელი ცხვირზე მოხვდა. მხოლოდ ეს იყო. მოსწავლის და მისივე კლასელია, მას დავაბარე, რომ მშობლები სკოლაში გამოეძახა. მშობლები არ მოვიდნენ. კლასის დამრიგებელსაც ვუთხარი, რომ მოსწავლე ცუდად იქცეოდა. ახლა გავიგე, რომ ეს საქმე განიხილება და მე სკოლიდან მიშვებენ. ჯერ დირექტორს დავურეკე რომ მომეკითხა და დამიდასტურა ეს გადაწყვეტილება".


მოსწავლის მშობელი რადიო მარნეულთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მასწავლებლის მხრიდან შემთვევით მოხდა და არ სურს სხვის გარჩევებში მონაწილეობის მიღება.

„დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს ამ საქმეს“- გვეუბნება ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი ხაიალა შარაიევა. ამბობს , რომ თავად შეესწრო ამ ინციდენტის. მისი თქმთ,განცხადება ჯერ დაწერილი არ აქვს. ინციდენტი 15 ნოემბერს მოხდა, ხუთშაბათს, 16 ნოემბერს დირექტორმა მიმართა დისციპლინარულ საბჭოს. ერთკვირიანი განხილვის შემდეგ, გადაწყევტილება მიღებულია. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლის მშობლებმაც და თავად მოსწავლემაც დაუდასტურა ძალადობის ფაქტი.

ხაიალა შარაევა გამორიცხავს პოლიტიკურ კონტექსტს და ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. სულ სხვა აზრი აქვს ფიზკულტურის მასწავლებლის შვილს, ელჩინ მუხაევს. ის „ნაციონალური მოძრაობის წევრია“ ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა დედამისს, ასევე სკოლის მასწავლებელს გაფრთხილება მისცა, რომ მასწავლებლების ხმის მიცემის საკითხს დააკვირდებიან. თავადვე განმარტავს, რომ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს რუსლან გაჯიევს სკოლის დირექტორისთვის აქვს ნათქვამი „როგორც დანიშნა ფიზკულტურის მასწავლებელი ბინათ მუხაევი, ისევე გაათავისუფლოს“. ამის საფუძვლად კი ელჩინ მუხაევი კითხვას ასხელებს, რომელიც მან რუსლან გაჯიევს კომენტარებში დაუწერა.

„რუსლან გაჯიევი ცოტა ხნის წინ გუნდელიქ გურჯისტანში პირდაპირ ჩართვაში იყო. მე მას კითხვა დავუსვი ბაიდარის სკოლის მდგომარეობასთან დავკავშირებით. ის დეპუტატად რომ იყრიდა კენჭს მოსახლებას შეხვედრებზე დაჰპირდა, რომ დეპუტატად არჩევის შემთვევაში სკოლების პრობლემას მოაგვარებდა. როდესაც ვიკითხე, როდის მოგვარდება ამ სკოლების პრობლემა, მან მიპასუხა, რომ ახლო მომავალში. მე ვიცოდი, რომ ეს სიცრუე არის და კომენტარში ბევრი სიცილის სმაილი დავუწერე რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა.“

რადიო მარნეულის კითხვაზე, განახორციელა თუ არა ზარი რუსლან გაჯიევმა სკოლის დირექტორთან, გულიანად გაიცინა და თქვა, რომ ამ საკითხში არ ერევა და სკოლის მასწავლებელს არც კი იცნობს.

„მე რატომ უნდა გავუშვა ადამიანი სკოლიდან? რაში მჭირდება ეს? მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მისმა შვილმა მომწერა და ამის მერე გავიგე ეს ამბავი. აი, ამ წუთებში გავერკვიე და აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის დაურტყია, დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა და მოხსნეს. არ ვიცი მე! განათლების სამინისტრო არის, სკოლის დირექტორი არის. ჩემ სახელს რატომ ასახელებენ?“

გაათავისუფლებენ თუ არა მასწავლებელს სკოლიდან, ამაზე ოფიციალური ბრძანება დირექტორს დაწერილი არ აქვს. მულტიდისციპლინურმა გუნდმა სიტუაციის შეგფასება უკვე დაასრულა.

რადიო "მარნეული"


Print