სიახლე
''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა

მთავრობის ხარჯების განაწილება განათლების სფეროში, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ნაწილი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რეიტინგს განათლების საერთაშორისო მასშტაბებს შორის.

ეს მაჩვენებელი მიღწეულია მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შეჯამებითა და რაციონალური განაწილებით საგანმანათლებლო მიზნებისთვის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.



''worldatlas''-მა(worldatlas.com არის ჯგუფი/ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს შეიქმნა. ამ მასშტაბური ორგანიზაციის სამუშაო მიმართულება არის განათლების სფერო მსოფლიო მასშტაბით) გაითვალისწინა ყველა ის მომსახურების სფერო, რაც სტუდენტისა და მოსწავლისათვის აუცილებელია. ეჭვგარეშეა, რომ განათლებისთვის ხარჯების გაზრდის მაღალი აქცენტი აღინიშნება სოციალურ-ეკონომიკურ ზრდაში, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ყველა ასპექტის განვითარებას და სოციალური უთანასწორობის შემცირებას.



მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გამოავლინა დიდი ზედამხედველობა განათლების სფეროში, მათმა უმეტესობამ ვერ მოახერხა ''საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება'', რაც მნიშვნელოვან სტრუქტურებს შეიცავს.

''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.



რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.


1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)



წყარო: intermedia.ge

 

FaceBook Twitter Google