სიახლე
მარნეულის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
მარნეულის სკოლებს დეზინფექცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა მოგვაწოდა.

ჩვენთან საუბრისას ომაროვმა თქვა, რომ დეზინფექცია მარნეულის მასშტაბით 74-ივე საჯარო სკოლას უტარდება და აღნიშნული ხასიათის ღონისძიებები, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგაც, ეტაპობრივად გაგრძელდება.

საახალწლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო არდადეგები 21 იანვრამდე გაგრძელდა.

სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი შეჩერებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები