განათლება
სოფო გორგოძე - მოსწავლე, რომელიც კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე ჩაიჭრა, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ატესტატს მიიღებს
ყველა მოსწავლე, რომელიც კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე (CAT)​ ჩაიჭრა, მაგრამ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, უფლებამოსილია, ატესტატი მიიღოს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასევე, ის მოსწავლეები, რომლებიც CAT-ის გამოცდებზე რაღაც მიზეზის გამო არ გავიდნენ, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლიეს, უფლებამოსილი არიან, ატესტატი მიიღონ. როგორ მიიღებენ, რა პროცედურები იქნება და ამისთვის სად უნდა მივიდნენ, ამაზე განათლების სამინისტრო ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამ განცხადებით სოფო გორგოძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნარჩუნდებათ თუ არა საატესტატო გამოცდის ჩატარების ვალდებულება გამოცდაზე წინა წელს ჩაჭრილ მოსწავლეებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები