მოსწავლის ცემის ფაქტი მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში
მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბავშვის ცემის ფაქტი გამოვლინდა.

დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მერვე კლასელ გოგონას ქათული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა. მოსწავლე დღეს, 7 თებერვალს, გაკვეთილებს აღარ დასწრებია. დირექტორს კი მომხდარის შესახებ მშობელმა შეატყობინა.

სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგს, რომელმაც ბავშვს სცემა, სკოლაში სწავლების 40 წლიანი გამოცდილება აქვს. დირექტორის და მასწავლებლის ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ეს ძალადობის პირველი ფაქტია.

სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის ცემის საქმე განსახილველად დისციპლინურ კომიტეტს გადასცა.
რადიო „მარნეული“ თვალყურს მიადევნებს მოვლენების განვითარებას.



რადიო "მარნეული"
Print