განათლების სამინისტრო: სკოლებში სადაც ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ პარალელური რეალობაა
განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების სკოლებში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. აბულაძის თქმით, ასეთ სკოლებში "პარალელური რეალობაა". ამის შესახებ მან განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე თქვა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ირინა აბულაძის თქმით, CAT-ის შედეგებს თუ შევაფასებთ, ჩაჭრის 20-25%-იანი მაჩვენებლიდან 20% ეროვნული უმცირესობების სკოლების მოსწავლეებზე მოდის.

„ცალკე კვლევა არის გასაკეთებელი ეროვნული უმცირესობების ნაწილში, რადგან იქ სხვა, პარალელური რეალობაა, სხვა ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, სახელმძღვანელოები არ აქვთ საერთოდ. CAT-ის შედეგებს თუ ნახავთ, თბილისში ჩაჭრას რა უჭირს, 20-25% რომ არის საერთო ჯამში, აქედან 20% ეროვნული უმცირესობების სკოლები იჭრებიან. რა გავაკეთეთ 2011 წლის მერე? - გვყავს 40 ათასი სტუდენტი, რომლებიც არსად არ არიან“, - განაცხადა აბულაძემ.

აბულაძის განმარტებით, USAID აკეთებს განათლების შეფასების სისტემის შეფასებას, რომლის შედეგებით 1 თვეში იქნება ცნობილი.

დღეს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვდა.

წყარო: imedinews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები