სიახლე
მარნეულში სახელმწიფო კოლეჯი 17 აპრილს დაფუძნდება, ფუნქციონირებას კი სავარაუდოდ 2 წელში დაიწყებს
მარნეულის კოლეჯის ოფიციალური დაფუძნება 17 აპრილს გაიმართება, ხოლო მასში განათლების მიღება პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეებს დაახლოებით 2 წლის შემდგომ შეეძლებათ. ჯერ-ჯერობით კოლეჯის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არაა რის გამოც, რუსთავის პროფესიული სასწავლებლის მარნეულის ფილიალი ფუნქციონირებას წლების შემდეგ დაიწყებს.

როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა თქვა, მარნეულის მოსახლეობა პროფესიულ სასწავლებლებში ძირითადად რუსთავსა და თბილისში დადის.

„მიმდინარეობს მუშაობა, მიწის მოძიება და ა.შ. რათა დაფუძვნდეს კოლეჯი. ჩვენ გამოვიკვლიეთ, წელიწად ნახევრის წინ გვქონდა შეხვედრა მარნეულის თვითმმართველობასთან და აღმოჩნდა, რომ მარნეულშ კოლეჯის არსებობის ძალიან დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის მხრივ.“ - გვითხრა მარიკა ზაქარეიშვილმა

რუსთავის პროფესიული სასწავლებლის მარნეულის ფილიალი მუნიციპალიტეტში პირველი სახელმწიფო კოლეჯი იქნება.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია