როდის შეძლებენ მე-12 კლასელები ატესტატის მიღებას
განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019 სასწალო წელს საატესტატო გამოცდები აღარ ტარდება. მე-12 კლასის მოსწავლეებმა რადიო მარნეულს მომართეს კითხვით,  თუ როდის შეძლებენ ზოგადი განათლების ატესტატის მიღებას. ჩვენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის დირექტორს ქენან ომაროვს დავუკავშირდით. ამბობს, რომ 15 ივნის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი სრულდება, რის შემდეგაც მე-12 კლასელები, ასევე ის მოსწავლეები, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ჩააბარეს, იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ.

ქარამოვის თქმით, აბიტურიენტები იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის მოწმობას წარადგენენ და განცხადების ფორმას შეავსებენ. რის შემდეგაც ატესტატის მიღებას შეძლებენ.

Print