"100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს"- სიმონ ჯანაშია
100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს.- წერს საკუთარ Fაცებოოკ გვერდზე განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშია

"ამ "მიღწევის" გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან თელავში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას. ეს იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდეს, რომ უკეთესი სკოლები გვქონდეს, უკეთესი მასწავლებლები და დირექტორები მოვიდნენ პროფესიაში, ახალი სასწავლო პროგრამები შეიმნას, ახალი სახელმძღვანელოები, ახალი ელექტრონული რესურსები შეიქმნას და ა.შ." - წერს ჯანაშია

"სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", - ამის შესახებ 14 ივლის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები