მარნეულის ორ საჯარო სკოლას 2019 წელს პირველკლასელი არ ეყოლება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულებულია . EDU.ARIS.GE-ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით სულ 53 506 პირველკლასელია რეგისტრირებული, 47 563 საჯარო, ხოლო 5 943 კერძო სკოლებში.

2019-2020 სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით, 108 საჯარო სკოლა პირველკლასელის გარეშე დარჩა. აქედან ორი საჯარო სკოლა მარნეულში მდებარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.

რადიო „მარნეული“ მარნეულის რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ქენან ომაროვს დაუკავშირდა. ომაროვმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით მარნეულის მასშტაბით დარეგისტრირებული პირველკლასელთა სტატისტიკური მონაცემები მათ არ აქვთ. რაც შეეხება სკოლებს რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩნენ ომაროვი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები მარნეულში წინა წლებშიც ყოფილა, კონკრეტულად კი სოფელ აღკულას საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია რაც პირველკლასელი არ ყოფილა.

რადიო „მარნეული“

Print