მარნეულის 29 საჯარო სკოლამ მასწავლებლის პოზიციაზე 110 ვაკანსია გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლამ 110 მასწავლებლისთვის ვაკანსია გამოაცხადა. მასწავლებელთა ვაკანსიების ვებგვერდზე განცხადებები ქალაქ მარნეულის N1 , N2, N3, N5, და  N6 საჯარო სკოლამ გამოაცხადა. მასწავლებლებს ასევე ეძებს სოფელ საიმერლოს, წერეთლის, შაუმიანის N3, არაფლოს, ხოჯორნის, ახალი დიოკნისის, ახკერპის, შაუმიანის N1, ხიხანის, კირიხლოს, შაუმიანის N2, აზიზქენდის, შულავრის N2, ქვემო სარალის, ოფრეთის, ალგეთის N1, ყულარის, გიულბაღის, ჩანახჩის, დაშტაფას, წერეთლის, კასუმლოს, ილმაზლოს და წერაქვის საჯარო სკოლები.

აღსანიშნავია, რომ ვაკანსიების უმეტესობა ახალი გამოცხადებულია, რამდენიმე ვაკანსიაზე კი განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოიწურა.

მასწავლებლობის მსურველებს  ვაკანსიების ნახვა აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ - http://teacherjobs.ge




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები