მარნეულში მასწავლებლის პროფესიისადმი დაბალი ინტერესის გამო, ახალგაზრდების ჯგუფი მზადაა მსურველებს ფინანსურად დაეხმაროს

2018 წელს მარნეულელი ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც თანხა შეაგროვეს (900 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაწყებითებზე სწავლობდა. ჯგუფი მარნეულელი ადილ ალიევის ინიციატივით შეიქმნა.


ალიევის თქმით, დაწყებითი კლასების მასწავლებლის ფაკულტეტის მიმართ ინტერესი დაბალია. ფიქრობს, რომ მსგავსი ინიცატივის შედეგად ახალგაზრდების დახმარებას მცირეოდენით მაინც შეძლებს.

„გასულ წელს ჩემი ინიციატივით 9 ახალგაზრდა შევიკრიბეთ და ფული შევაგროვეთ. იმ მიზნით, რომ მარნეულში დაწყებითი კლასის მასწავლებლობის მსურველებს დავეხმაროთ. გვინდოდა ასე შევქმნათ მოტივცია და ამ სფეროს მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდეს. პირველ ეტაპზე 900 ლარი შევაგროვეთ და 500 ლარი პირველი კურსის სტუტენტს გადავეცით. ახლა 400 ლარი გვაქვს დარჩენილი და ვისაც დასჭირდება მივცემთ "- თქვა ადილ ალიევმა.

ალიევის თქმით, თავდაპირველად უნდოდათ, რომ სოფლებში მცხოვრებ მასწავლებლობის მსურველებს დახმარებოდნენ. თუმცა მისი დაკვირვევით ამ სფეროს მიმართ ინტერესი ნაკლებად აქვთ.

სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყვიტეს ქალაქ მარნეულში მოეძებნათ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწავლას დაწყებითი კლასების მასწავლებლლის ფაკულტეტზე აგრძელებდნენ.

ფულადი დახმარება „1+4“ პროგრამის მონაწილე სტუდენტებს გადაეცემა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები