გაეროს 17 მიზნის შესასრულებლად მარნეულის სკოლებში აქტივობები განხორციელდება
გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულების მიზნით მარნეულის სკოლებში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის ფარგლებში, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორები ეკოლოგიურ თემებზე მოხსენებას ჩაატარებენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას ეკოკლუბ „ეკოტინის“ წევრმა გიორგი კავთელაძემ თქვა, მარნეულში განსახორციელებელი აქტივობები მხოლოდ სემინარებით არ შემოიფარგლება.

„ვაპირებთ მარნეულში მდებარე სოფელ წერაქვში ჩასვლას, რადგან როგორც მოგეხსენებათ ეს არის სამი ქვეყნის საზღვარზე მდებარე სოფელი, და ვაპირებთ ოჯახებში სტუმრობას, სხვადასხვა სახის საჩუქრების გადაცემას და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას“ - გვითხრა გიორგი კავთელაძემ

კავთელაძის თქმით, ეკოკლუბის მიზანია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც გაეროს 17 მიზანთან მოვა თანხვედრაში და მათ 2030 წლამდე მიღწევას გააადვილებს.

„ჩვენი ეკოკლუბი ამ პროექტში არის მრავალმხრივი და ეხება არა მხოლოდ ეკოლოგიას, არამედ გაეროს ყველა მიზანს. ვეხებით როგორც ეკოლოგიის, ისე უსაფრთხო ენერგიის თემებსა და სხვა.“ -ამბობს გიორგი კავთელიძე

პროექტი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 საქართვეოში 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე მასში 1 000-მდე სკოლაა ჩართული, მათ შორის გალის მუნიციპალიტეტის სკოლებიც.

რადიო „მარნეული“

Print