მარნეულის IX კლასის მოსწავლე: „მე ქურდული ცხოვრება მაინტერესებს, ისინი სიმართლის მომხრენი არიან“

„მე ქურდული ცხოვრება მაინტერესებს, ისინი სიმართლის მომხრენი არიან“- ამბობს მარნეულის ერთ-ერთი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე (15 წლის).

მისი რვეულის დათვალიერებისას ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელ ინიციალებს ნახავთ. ამავე შინაარის ნახატები მისი თანაკლასელების რვეულებშიცაა. კითხვაზე, რატომ არიან ისინი მსგავსი საკითხებით დაინტერესებული, მხოლოდ ამას ამბობენ:

„ქურდების ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ისინი სიმართლის მომხრენი არიან, ღარიბებზე ზრუნავენ. ამაში ცუდი რა არის რომ?“




ჩვენ მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ. ამბობს, რომ თითქმის ყველა მოსწავლე ქუდული სამყაროსთვის დამახასიათებელ ინიციალებს იყენებს. ზოგი მერხზე, ზოგი კი რვეულებში ხატავს. ამ საკითხზე კი როგორც თვითონ ამბობს, არაერთხელ ესაუბრა მოსწავლეებს. 



„მე მოსწავლეებს ვესაუბრე და ინტერესის მიზეზი ვკითხე. ბოლო დროს არა მხოლოდ მოსწავლეები არამედ ახალგაზრდებშიც არის ქურდული სამყაროს მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, ეს სამომავლო საფრთხეზე მეტყველებს და არამხოლოდ მასწავლებლებმა, არამედ, მშობლებმაც უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები“, - ამბობს მასწავლებელი.



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ფსიქოლოგი, ელშან ბაირამოვი მსგავსი სიტუაციის ახსნას ცდილობს.

„ბავშვი გმირად იმას აღიქვამს, ვისაც თავისი თანატოლები აღიქვამენ. 14-15 წლის ასაკში ამაზე არიან მიდრეკილები. რა თქმა უნდა, ამან შესაძლოა საფრთხე შექმნას. ქურდული სამყაროს ინტერესით შესაძლოა ცუდ გზას დაადგნენ. ბავშვებს უყვართ თავიანთი ოცნებებისკენ წასვლა. ამის მიზეზად მათი თანატოლების ინეტერსსაც ვხედავ. მშობლები არ ინტერესდებიან ბავშვებით საჭირო დონეზე და მათში არსებული გმირობის ოცნების სხვა მიმართულებით წაყვანას ვერ ახერხებენ. მასწავლებელმა და მშობელმა უნდა შეეცადოს, რომ მათ გმირობის თემაზე ესაუბრონ. მათთან ერთად ამ თემაზე პროექტი უნდა მოამზადონ. მაგალითად, რას ნიშნავს გმირობა. ორივე მათგანმა უნდა იბრძოლოს ბავშვის აღზრდაზე“.




აღანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ სკოლას არც ფსიქოლგი და არც მანდატური ჰყავს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები