2 300 აღსაზრდელს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება საახალწლო საჩუქრებს გადასცემს
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებს
საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაგა-ბაღების
გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა თქვა, საახალწლო საჩუქრები 2 300
აღსაზრდელს გადაეცემა, რომელთა შორის სასკოლო მზაობის ჯგუფებიც
არიან.
ქარიმოვის განმარტებით, თითოეული საჩუქრის ღირებულება 2 ლარი და 15
თეთრია.
ნიღაბი სხვადასხვა ცხოველების გამოსახულებით, მანათობელი სამაჯური,
პასტელის ფანქრები და გასაფერადებელი რვეულები, ეს იმ საჩუქრების
ჩამონათვალია, რომელსაც ბაგა-ბაღების გაერთიანება თავიანთ
აღსაზრდელებს გადასცემს.
რადიო „მარნეული“