სტუდენტები "სოკარ ჯორჯიას" მადლობას უხდიან - ფოტო
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა ფეისბუქზე კანპანია წამოიწყეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდისათვის მადლობას უხდიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტმა დერია ჰასანოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ აგვისტოში ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სოკარ ჯორჯიასათვის მადლიერების გამოსახატავად აქცია ჩაეტარებინათ. ამბობს, რომ ყოველთვის როცა განათლების საფასურის გადახდა იგვიანებს სტუდენდები პანიკაში ვარდებიან და აქციის გამართავზეც იფიქრეს. სწორედ ამ მიზეზით, როდესაც კომპანიამ სწავლის საფასური გადაიხადა სტუდენდებმა მადლობის გადახდა დაიწყეს. მადლიერების გამომხატველი სტატუსები ჯგუფებსა და პირად გვერდებზე ჰეშტეგით #TəşəkkürlərSocarGeorgia გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ნავთობ კომპანია სოკარი 2007-2008 სასწავლო წლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის საფასურს იხდის.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები