დისტანციური სწავლება, როგორც ახალი გამოწვევა და ზვიად ფიფიას 11 იმედი
ქვეყანაში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა მოსახლეობის ცხოვრების რიტმი ბევრი მიმართულებით შეცვალა. ოფისიდან მუშაობა სახლში იზოლირებულმა გარემომ და დისტანციამ შეცვალა, განათლების სიტემა კი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. თითქოს ახლა დავინახეთ ყველაზე კარგად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა და ვალდებულები ვართ რაღაცნაირად ჩვენც არ ჩამოვრჩეთ. მარნეულის სკოლებში სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის და საზოგადოების ნაწილისათვის კომპიუტერეული უნარ-ჩვევების არ ცოდნის პრობლემა. ამ სირთულეებზე მარნეულის სკოლების მასწავლებლებიც საუბრობენ და დისტანციურ სწავლების მოდელს ჩვენს რეალობაში სკეპტიკურად უყურებენ. გიზიარებთ სოფელ კაჩაგნის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ზვიად ფიფიას პოსტს, რომელიც 11 მნიშვნელოვან საკითხს გამოჰყოფს:

როცა ყველაფერი ჩაივლის, დიდი იმედი მაქვს , რომ:

1. სკოლებში ინტერნეტის ხარისხი გაუმჯობესდება.
2. სკოლები ახალი კომპიუტერებით იქნება უზრუნველყოფილი.
3. ისტ-ის საათები გაიზრდება და მე-12 კლასის ჩათვლით სავალდებულო საგანი გახდება.
4. მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ფართოდ გაიღება კომპიუტერების ოთახების კარები.
5. ისტ-ის გაკვეთილებს ჩაატარებენ სპეციალისტები და საათების შესავსები საგანი არ იქნება.
6. მკაცრად გაკონტროლდება ბუკების გამოყენება დაწყებით კლასებში.
7. აუცილებელი გახდება ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა და ყველა მასწავლებელი გადამზადდება.
8. სავალდებულო გახდება ისტი-ის გამოყენებით თვეში (სემესტრში) რამდენიმე გაკვეთილის ჩატარება.
9. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა პროექტებით სწავლებას .
10. თვეში ერთი დღე გამოცხადდება დისტანციური სწავლების დღედ იმისთვის, რომ შემოწმდეს,ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის რამდენად ვართ მზად.
11.შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც განთავსდება გაკვეთილის გეგმები და რესურსები კლასების და საგნების მიხედვით. - წერს ზვიად ფიფია ფეისბუკზე


სკოლებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა სასწავლო პროცესის აღდგენა ვერც 26 აპრილამდე მოხდეს სრულად. განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები