თაქალოს საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებას არც კი განიხილავენ
თაქალოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას არც კი განიხილავენ. სკოლებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი არ უნდა ჩავარდეს და სკოლა დისტანციურ სწავებაში უნდა ჩაერთოს.  ონლაინ სწავლებაში ჩართვა მარნეულის რამდენიმე სკოლამ უკვე დაიწო. თაქალოს საჯარო სკოლაში 260 მოსწავლეა.

ჩვენთვის ამასთან დაკავშირებით (დისტანციური სწავლება)  რეკომენდაცია არავის მოუცია. სკოლა 1-ლ აპრილს გაიხსნება და გაკვეთილები ჩვეულებრივად გაგრძელდება“- ამბობს თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებმა დისტანციურ რეჟიმში უნდა გააგრძელონ მუშაობა, განათლების მიღებას ონლაინ ვერ შეძლებს ლალა მამედოვა ორი შვილი. ამბობს, რომ მათ ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვთ.

„არდადეგების გადადება მოსწავლეების ჩამორჩენას იწვევს. უმცროსი შვილი პირველ კლასში მიდის და ასოებს სწავლობს. დღისით სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული და დები ასწავლიან ბავშვს.  საღამოს კი, თვითონ ვცდილობ დავეხმარო. მაგრამ მასწავლებელს ვერ ჩავანაცვლებ სკოლა რომ გაიხსნება,  გაკვეთილებს მაშინ  გააგრძელებდნენ“- ლალა მამედოვა ამბობს.

რუგაია ჰაშიმოვა თაქალოს საჯარო სკოლის დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეა. იგი ამბობს, რომ დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შესახებ არაფერი გაუგია.  

„სახლში ჯდომა მოსაბეზრებელია, მინდა სკოლა მალე გაიხსნას. რადგან აბიტურიენტი ვარ კვირაში 2 -ჯერ კლასელებთან უნარების და მათემატიკის კურსებზე დავდივარ. სკოლა რომ არ გადასულა დისტანციურ სწავლებაზე გამიხარდა, რადგან აქ ბევრ მოსწავლეს, ძირითადად გოგოებს, ტელეფონი არ აქვს და ინტერნეტით ძალიან ცოტა სარგებლობს“

გადავა თუ არა სწავლების ახალ მოდელზე თაქალოს საჯარო სკოლა, ამის შესახებ ინფორმაცია არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს აქვთ. ისინი დისტანციურ სწავლებას დადებითად არ აფასებენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა სასწავლო პროცესის აღდგენა ვერც 26 აპრილამდე მოხდეს სრულად. განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება


ავტორი: ჯესურ ჰაჯიევი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები