თაქალოს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის შემთხვევბის გავრცელების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებების არდადეგები 26 აპრილამდე გაგრძელდება.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს რომ არ ჩამორჩნენ, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. სოფელ თექალოს საჯარო სკოლაში 260-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლა უკვე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გოზალ ხეირზადე ამბობს, რომ დისტანციური რეჟიმი რთული არ არის.

„დისტანციური განათლების რეჟიმი რთული არაა, ძალიან კარგია. მოსწავლეები მაინც არ ჩამორჩებიან გაკვეთილებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ზოგ მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს“ - ამბობს გოზალ ხეირზადე

მე-12 კლასის მოსწავლე ხანუმზერ ველიხანოვა დისტანციური განათელბის დადებით მხარებზე საუბრობს.

თავიდან ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მიხარია, რომ გაკვეთილებს ვაგრძელებთ“- გვითხრა ხანუმზერ ველიხანოვამ

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

ავტორ: ჯესურ ჰაჯიევი

 

Print