სიახლე
"მშობლებზე იქნება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გადატანილი" - თემურ სუყაშვილი დისტანციურ სწავლებაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ. „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას. მთავრი მიზანი კი ყველა მოსწავლისთვის განათლებს ხელმისაწვდომობაა.

ონლაინ სწავლების განხორციელება მოსწავლეებთან სხვადასხვა პლატფოტორმის მეშვეობით, მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელმა თემურ სუყაშვილმა უკვე დაიწყო,თუმცა სირთულეებს შეხვდა მაშინ, როდესაც მოსწავლეთა ნაწილს კომპუიტერი ან ინტერნეტი არ ჰქონდა. იმედი აქვს, რომ ტელესკოლაში ახლა ყველა ჩაერთვება, თუმცა ამ ყველაფერში უდიდეს როლს მშობლებთან მიმართებაში ხედავს.

„ტელესკოლას აქვს თავისი დადებითი მხარეები, თუმცა აქ არის მეორე მხარე, რომ მოსწავლეებს არ აქვთ უკუკავშირის შესაძლებლობა. მშობლებზე იქნება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გადატანილი, რომ ბავშვები დასვან ეკრანებთან და აყურებინონ გაკვეთილები შესაბამისად მშობლებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი. მოვუწოდებ რადის მეშვეობით მარნეულელ მშობლებს, რომ იყვნნონ ყურადღებით და აუხსნან თავიანთ შვილებს, რომ გარკვეული უნარები გამოიმუშავონ“

თემურ სუყაშვილი რამდენიმე ონლაინ პროგრამას მოსწავლეებისათვის უკვე იყენებს, იმედი აქვს რომ დიდ გამოცდილებასაც დააგროვებს და სამომავლოდაც აქტიურად გამოიყენებს.
„ტელესკოლის“ პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესი გადაავადა.


ამავე თემაზე:

"ტელესკოლა" - დისტანციური სწავლების ახალი შესაძლებლობა მოსწავლეებს
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია