საგანმანათლებლო პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო
დღეს, 30 მარტს, „ტელესკოლა“ დაიწყო. პირევლი „ზარი“, საქართველოს მეორე არხის ეთერში 09:00 საათზე პირველი კლასელებისთვის დაირეკა და მათემატიკის გაკვეთილი დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ ერთობლივად ახორციელებენ. როგორც რადიო „მარნულთან“ მიცემულ ინტერვიუში განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს . მთავარი მიზანი კი ყველა მოსწავლისთვის განათლების ხელმისაწვდომობაა.

„ხელმისაწვდომობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ფართოდ დავგეგმეთ ეს პროექტი. მიზანია მოვიცვათ როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. ამ ეტაპისთვის, ყველა გაკვეთილი იქნება ჟესტურ ენაზე.“

ქრთული ენის გაკვეთილი არაქართულენოვანი სკოლებისთვის პარასკევს, 3 აპრილს გავა ეთერში:

14:00 -14:15 ქართული I დონე
14:20 -14 :35 ქართული II დონე
14:40 -14:55 ქართული III დონე


განათლების სამინისტროში ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებნ როდის ჩატარდება უმცირესობების ენებზე გაკვეთილების ჩატარება, თუმცა, სავარაუდოდ, 6 აპრილის კვირაში დაიწყება.

ერთ კვირაზე მეტია, რაც განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება. როგორც ეკატერინე დგებუაძემ გვითხრა, ტელესკოლის დაწყება სულაც არ ნიშნავს მსგავს პლატფორმებზე უარის თქმას, მასწავლებლები არჩევანში თავისუფლები იქინებიან. უკუკავშირის მისაღებად კი მობილური ტელეფონის გამოყენებაც შეუძლიათ.

„ტელესკოლის“ პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.

გთავაზობთ ტელესკოლის გაკვეთილების განრიგის

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესი გადაავადა. სასწავლო პროცესის განახლების ზუსტი თარიღი უცნობია.

ამავე თემაზე:

"მშობლებზე იქნება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გადატანილი" - თემურ სუყაშვილი დისტანციურ სწავლებაზე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები