აბიტურიენტობა კარანტინის რეჟიმში - თეთრიწყარო
აბიტურიენტობა საგანგებო მდგომარეობის დროს.
მოსწავლეები დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და ცხოვრებისეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ...

გაიცანით დათო ქვრივიძე. თეთრიწყაროს პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც გვიყვება, თუ რა სირთულეებს აწყდება მიმდინარე მოვლენების გამო.

- დათო, პირველ რიგში გვაინტერესებს, რომელი პროფესიის არჩას აპირებ?

„დიდი ხნის მანძილზე ეს კითხვა იყო ჩემი ღამის კოშმარი... არაერთი წელი ვცდილობდი გამეგო რა კუთხით განვაგრძობდი სწავლას და რომელ კალაპოტში გავუშვებდი ჩემს მომავალს. საბედნიეროდ, გადაწყვეტილება მივიღე და მაქვს სამი ვარიანტი, რომელთა შორის უპირატესობას ვანიჭებ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის” ფაკულტეტს, თუმცა სამკურნალო განხრაც არანაკლებ მიზიდავს.“

- როგორ შეიცვალა შენი სასწავლო პროცესი კარანტინის გამოცხადებიდან?

“არსებული რეჟიმის დადგომამდე საკმაოდ აქტიური სასწავლო ცხოვრებით ვცხოვრობდი წინა 6 თუ 7 თვე. დატვირთული დღის რეჟიმი მაქონდა და ეს კარგ ტემპს მაძლევდა პროდუქტიული განათლებისთვის. საგაგებო რეჟიმის გამოცხადებამდე სისტემატიურად ვემზადებოდი 4 საგანში. მოცემულ ვითარებაში სტაბილურად მხოლოდ 1 საგანში ვემზადები, ხოლო დანარჩენებში მიწევს „იმპროვიზაცია“ და თითქმის, სრულიად გავხდი დამოკიდებული თვითგანათლებაზე, რაც არც თუ ისე ადვილია აბიტურიენტების დიდი ნაწილისთვის.

სამწუხარო ისაა, რომ საგრძნობლად დაეცა ჩემი ცხოვრების ტემპი, რამაც დიდი გავლენა იქონია განათლებაზეც. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ავუწყვე ფეხი არსებულ რეჟიმს და მგონია, რომ კარგად ვართმევ თავს წინასაგამოცდო მომზადების პროცესს.“

- სკოლის გაკვეთილები როგორ მიმდინარეობს?

„სკოლის გაკვეთილები მიმდინარეობს „ჩვეულ“ ონლაინ რეჟიმში, თუმცა რამდენად პროდუქტიული და გამოსადეგია მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებისთვის, უკვე სხვა საქმეა. უმრავლესობა სრული უპასუხისმგებლობით ეკიდება სწავლების ასეთ მეთოდს და საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილნი.“

- საგამოცდოდ გიწევს თუ არა მასწავლებლებთან დამატებითი მეცადინეობა?

„მიუხედავად მაღალი აკადემიური მოსწრებისა, უნდა ვაღიარო, რომ დამატებითი მეცადინეობის გარეშე რთულად მიმაჩნია სასურველი შედეგის მიღწევა ეროვნულ გამოცდებზე. მართალია, შრომითა და მიზანდასახულობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, არაა ადვილი მითითებებისა და დარიგების გარეშე მომზადება.“

- ონლაინ კურსებს ხომ არ გადიხარ? უფასოდ ახლა ბერვი რესურსია ხელმისაწვდომი

„ამ ეტაპზე არ გავდივარ რაიმე ონლაინ კურსს, თუმცა, დაინტერესებული ვარ და და უახლოეს მომავალში ვაპირებ მეგობართან ერთად უნლაინ კურსის გავლას და პროგრამული ენის - C++ საფუძვლების შესწავლას. ძალიან კარგია, რომ მრავალი საშუალება არსებობს ინტერნეტ სივრცეში და რაც, მთავარია უმრავლესობა არის უფასო.“

დათომ როგორც გვითხრა, საატესტატო გამოცდები აღარ ჩაურტარდება. ხოლო, ეროვნული გამოცდები ჩვეული რეჟიმით წარიმართება.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ იმოქმედებს ეს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე სამომავლოდ. ახლა ისღა დაგვრჩენია, ხელი შევუწყოთ მათ , სასარგებლო რესურსების მიწოდებით. უფასო საგანმანათლებლო რესურსების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.


სატიის ავტორი თამუნა ბალიანი/ თეთრიწყარო
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები