დღეს აბიტურიენტებისთვის საცდელი გამოცდა ჩატარდება

იციპალიტეტის სოფელი დაშტაფასა და სადახლოში მცხოვრებმა ორმა მეგობარმა, ისმაილ მამედოვმა და ნურლან ზეინალომა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გამოსაცდელი ტესტები მოამზადეს.

როგორც მათ, ასევე ასობით სხვა აბიტურიენტს ურთულდება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოცდებისთვის მომზადება. ონლაინ განათლება ყველასთის არ არის ხელმისაწვდომი.

„მე უკვე ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა მავიწყდებოდა ისიც, რაც აქამდე ვისწავლე. დავალებებს ვერ ვასრულებდი როგორც ყოველთვის, გამოცდის ინტერესს ვკარგავდი. რამდენიმე დღის წინ ელმარ ჰაჯიევის მიერ მომზადებული გამოსაცდელი ტესტირება შემხვდა და მეც ჩავერთე. მადლობას ვუხდი ამისთვის“, - ისმაილ მამედოვი ამბობს.



„მე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ და მეორე სემესტრის გამოცდებისთვის ვემზადები. ამასთან ერთად უმაღლესში ჩასაბარებელ გამოცდებისთვისაც ვემზადები. როგორც იცით, საქართველოში კორონავირუსის გამო უნივერსიტეტები და მოსამზადებელი კურსები დაიხურა. მე შარშან ვემზადებოდი და იმდენად რთული არ იყო, სახლში თვითონ ვემზადებოდი. მაგრამ უნივერისტეტის გამოცდებზე გავლენა მოახდინა ჩემმა მომზადებამ. ონლაინ გაკვეთილები გვაქვს ხოლმე, ლექტორებს რაც შეუძლიათ აკეთებენ. მაგრამ მივხდი რომ ქართული ენის შესწავლისთვის პრაქტიკა არის პირობა“!, - ამბობს ვუგარ ილიასოვი.





აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ტესტირება (40 ვერბალური 40 მათემატიკა) 80 კითხვისგან შედგება და 6 მაისს 16:00 საათზე ფეისბუზე ვებ-გვერდიზე - ბორჩალოს სტუდენდთა პლატფორმაზე ჩატარდება. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 3 საათი 30 წუთი იქნება. გამოცდის დასრულებისშემდეგ პასუხების ფურცელი ფეისბქზე ნურლან ზეინალოვს ან ისმაილ მამედოვს უნდა გაუგზავნოთ.

ვერბალური ნაწილი 2009-2019 წლებში გამოცდებზე გამოყენებული კითხვებისგან შედგება. მათემატიკური ნაწილი კი ისეთ კითხვებისგან შედგება, რომელიც დღემდე გამოცდებზე არაა გამოყენებული.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები