რა უნდა გააკეთო თუ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციაში ხელი შეგეშალა
აბიტურიენტებს რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება ვერ შეძლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის განცხადებით მიმართვა შეუძლიათ.

რადიო „მარნეულს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, რომ ყოველ წელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ხდება აბიტურიენტთა განაცხადების მიღება, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხეს გამოცდებზე დარეგისტრირება. ცენტრის განცხადებით ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს.

„ცენტრი განიხილავს თითოეულ განაცხადს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ინფორმაციისთვის, წელს აპლიკანტებს ჰქონდათ უპრეცედენტოდ დიდი დრო დასარეგისტრირებლად - ეს გახლდათ ზუსტად 2 თვე (1 თვის ნაცვლად)“ - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ გამოცდისათვის რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობდა და ონლაინ იყო შესაძლებელი თანხის გადახდაც.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა. გამოცდებზე დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები