გიორგი გახარიას თქმით, ამ სასწავლო წელს მე-12 კლასელები 20 მაისს,
1-კლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს
დაასრულებენ.
ამის შესახებ მან განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე
განაცხადა.
„საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ,
ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში. მე-12
კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები -27
მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები -15 ივნისს“, — განაცხადა
გახარიამ.