სკოლებში სწავლის დასრულების თარიღები ცნობილია
გიორგი გახარიას თქმით, ამ სასწავლო წელს მე-12 კლასელები 20 მაისს, 1-კლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს დაასრულებენ.

ამის შესახებ მან განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში. მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები -27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები -15 ივნისს“, — განაცხადა გახარიამ.

წყარო: ნეთგაზეთი


Print