სად და როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები 2020?
2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი, გამოცდაზე შესულ ყველა აბიტურიენტს. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგამოცდო ცენტრებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. უნივერსიტეტებში კი სასწავლო პროცესის აღსადგენად უკვე ემზადებიან, რომელთაც რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ფინალური გამოცდებისა და სასწავლო კურსის დასრულებისთვის, ჯანდაცვის უწყებამ გაიდლაინი მოაზადა.

სწორედ იმის გამო,რომ უმაღლეს სასწავლებლები უწყვეტი სასწავლო პროცესია, წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სკოლაში გადაინაცვლებს. ბათუმში, საგამოცდო ცენტრები 1-ლ, მე-10 და მე-14 საჯარო სკოლებში განთავსდება. საგამოცდო ცენტრებისთვის 72 კონდენციონერს შეიძენენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო და სარეკომენდაციო საკითხებზე განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად მუშაობს.

წყარო: ajaratv.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები