მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 4 ივნისის ბრძანებით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლის ჟურნალში მოსწავლისთვის „არას“ დაწერის ყოველდღიური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

თუმცა, როგორც ბრძანებაში წერია, მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები და სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს გამოიყენოს მოსწავლის შესაფასებლად.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან,“-
წერია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანება ვრცელდება „2020 წლის 1-ლი აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები