,,გურული დღიურების ფონდი" არაქართულენოვანი სკოლების ქართულის გამორჩეულ მასწავლებლებს სტიპენდიას დაუნიშნავს
"გურული დღიურების ფონდი" ეთნიკურად არაქართულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში ქართულის გამორჩეულ მასწავლებლებს სტიპენდიას დაუნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გვითხრა. ყოველთვიური სასტიპენდიო თანხა 100 ლარია.

„ამ ეტაპზე, "გურული დღიურების ფონდი აპირებს", რომ წაახალისოს ის მასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფო ენას ასწავლიან. ცხადია, ქართულის მასწავლებელში მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ადამიანი არ იგულისხმება . მე ვიცი, რომ არაერთი ეთნიკურად არაქართველი პედაგოგი ასწავლის ქართულს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ გვაქვს მზაობა და იმედი, რომ გვექნება შესაძლებლობა, როდესაც სხვა მასწავლებლებსაც წავახალისებთ“

გიორგი კეკელიძის განმარტებით, პედაგოგები უახლოეს მომავალში შეირჩევიან. სავარაუდოდ, პირველი სტიპენდიანტი ივლისის ბოლოდან გამოვლინდება. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები