აბიტურიენტებს გამოცდის წერისას პირბადეების მოხსნა შეეძლებათ
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად, აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარების წესი გადაიხედა.


აბიტურიენტი უნდა მივიდეს საგამოცდო შენობაში პირბადით. ადგილი იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით. გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს შეუძლია მოიხსნას პირბადე. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატური აიწევს 35 გრადუსამდე შესაძლებელი იქნება ჩართონ კონდიციონერი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება
Print