ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შესაძლოა დაწესდეს, აღარ იქნება სისტემური. მისივე თქმით, საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს სწავლა, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასებისთვის.

„მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით, ჩევნ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვით – პირბადით, დისტანციით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მხოლო და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც, პოლიტიკური, საარჩევნო პროცესი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ასევე თქვა, რომ დღეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო იმ ეტაპებს განიხილავს, რითაც სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

„… რამეთუ რისკების გათვალისიწნებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაშ ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ,“ – ამატებს პრემიერი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები