უნივერსიტეტებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა აჭარაში არსებულ ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში. ამის შესახებ დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მთავრობისვე გადაწყვეტილებით, საქართველოს ქალაქების ნაწილში სწავლა მხოლოდ I-VI კლასელებისთვის განახლდება საკლასო ოთახებში.

წყარო: ნეტგაზეთი
Print