„შეცდომებით საუბარი, სირცხვილსა და სულ გაჩუმებაზე უკეთესია“ - გოგო რომელიც ქართული ენის ვიდეო გაკვეთილებს ატარებს
22 წლის სევინჯ მურშუდოვა ქალაქ თბილისში ცხოვრობს. მან 2019 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მურშუდოვა ამჟმად სამედიცინო სფეროში აგრძელებს განათლების მიღებას და პარალელურად მაგისტრატურის გამოცდებისთვის ემზადება.

სევინჯის ნახვა სოციალურ ქსელში ხშირადაა შესაძლებელი რადგან ის იუთუბის არხის მეშვეობით მოსახლეობისათვის ინგლისური და ქართული ენების სწავლებას ცდილობა.

„მე მომზადებული ვიდეოებით მოკლე და მარტივი გზებით ვცდილობ ავხსნა ყველაფერი. როდესაც ვიდეო მოკლეა, ადამიანები ადვილად სწავლობენ. ამჟამად ბევრი მნახველი მყავს და ვხედავ, რომ მოსახლეობას ქართული ენის სწავლის სურვილი ნამდვილად აქვს“ - ამბობს სევინჯი

სევინჯი ორი წლის განმავლობაში ქართულ სკოლაში სწავლობდა. ქართული ენა პირველად სკოლაში ისწავლა. ის მხოლოდ ვიდეოებით ქართული ენის სწავლებას არ სჯერდება და ენის კურსებს სახლშიც ატარებს, თავის ცოდნას მოსწავლეებს უზიარებს.

„ჩემი აზრით ენის შესწავლის ადვილი მეთოდი მაგ ენაზე საუბარია. ხანდახან შეცდომას ვუშვებთ და ვერიდებით, ვერ ვლაპარაკობთ. ჩემი აზრით შეცდომებით საუბარი სირცხვილსა და სულ გაჩუმებაზე უკეთესია. რა თქმა უნდა, ბევრი უნდა ვიკითხოთ. თუ ენის სწავლა გინდა, მაშინ იმ ენაზე წიგნი, ზღაპარი, მოთხრობა უნდა წაიკითხო. ეს ადამიანის ლაპარაკის დონეს აძლიერებს“ - გვითხრა სევინჯმა

სევინჯ მურშუდოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სახელმწიფო ენის შესწავლა მნიშვნელოვანია. სევინჯი ახალგაზრდებს ურჩევს, რომ მათი სახელმწიფო ენა, ქართული, კარგად ისწავლონ.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები